თამარ ბაჩალიაშვილის მამის თქმით, გამოძიებამ გარდაცვლილის მობილური ადვოკატის გარეშე გახსნა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამის, თამაზ ბაჩალიაშვილის თქმით, საგამოძიებო უწყებებმა მისი შვილის ტელეფონი ადვოკატის დასწრების გარეშე გახსნეს. კაცი ვარაუდობს, რომ გამოძიება ჭინაურდება.
"ადვოკატის გარეშე არ უნდა გაეხსნათ ეს ტელეფონი. რაც კომპიუტერზე გააკეთეს, ის დაგვხვდა აქაც... ყველანაირ კვალს აქრობენ", - თქვა თამაზ ბაჩალიაშვილმა.
რადიო თავისუფლება ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან კომენტარეს ელოდება.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.
ბაჩალიაშვილის ოჯახი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას მოითხოვს. მათ მოთხოვნებს შორისაა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრა. პრემიერის თქმით, ის ოჯახს გამოძიების დასრულების შემდეგ შეხვდება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30774008.html
#ახალი_ამბები
#twitter
#თამარ_ბაჩალიაშვილის_საქმე