გერმანიაში მცირე ზომის თვითმფრინავი სახლს დაეცა
Tbilisi Daily
გერმანიაში, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიაში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დაიღუპა სამი ადამიანი, დაშავებულია ბავშვი.
პოლიციის განცხადებით, შემთხვევისას სახურავს გაუჩნდა ცეცხლი. თვითმხილველებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ მანამდე თვითმფრინავი საჰაერო ბურთს დაეჯახა. სხვა ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.