რუსეთი ქვეყნიდან გააძევებს ნორვეგიელ დიპლომატს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ნორვეგიის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც სამი დღეში უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია.
„ნორვეგიის საელჩოს ერთ-ერთი უფროსი დიპლომატი გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად. მისი აკრედიტაცია რუსეთის ფედერაციაში შეწყდება სამ დღეში. ზუსტად ეს ვადა მისცეს ნორვეგიელბმა ჩვენ თანაშრომელს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი წარმოადგენს საპასუხო ზომას.
19 აგვისტოს ნორვეგიამ განაცხადა რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ „დიპლომატის სტატუსისათვის შეუფერებელი საქციელისთვის“.
ნოვეგიული გამოცემა Aftenposten-ის ცნობით, რუსეთის საელჩოს სავაჭრო წარმომადგენლის გაძევება მოხდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ იგი რამდენჯერმე შეხვდა ვინმე ნორვეგიელს, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
24 აგვისტოს ავსტრიამ გამოაცხადა, რომ გააძევა რუსი დიპლომატი, რომელიც დაკავშირებული იყო „ეკონომიკურ ჯაშუშობასთან“.
რუსეთმა საპასუხოდ მოსკოვში ავსტრიის თანამშრომელი გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30807387.html
#ახალი_ამბები
#twitter