პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანახმად, დღეს, 4 მარტს დილით N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამოსაკნეს თავისა და კისრის არეში დაზიანებები მიაყენა. აღნიშნულის შესახებ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა საკანში მყოფი მესამე პატიმრისგან შეიტყვეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მან დაწესებულების თანამშრომლებს სამედიცინო დახმარებისთვის დაუძახა:
„ნ.ქ.-ს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალმა აღმოუჩინა. ამასთან, დაუყოვნებლივ მოხდა მისი გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შედეგად ექიმებმა პატიმრის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმად საკანში, სადაც მოცემული პირები იმყოფებოდნენ, 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება და დაზიანების მიყენებამდე თანამესაკნეებს შორის რაიმე სახის კონფლიქტს, ან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანახმად, გაურკვეველია რა გახდა პატიმარზე თანამოსაკნის თავდასხმის მიზეზი. ამავე განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ეცნობა იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31133447.html
#ახალი_ამბები
#twitter