ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

Tbilisi Daily

ჯანდაცვის მინისტრი СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა , სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობაც შეაფასეს.აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს კლინიკებში დამატებით საწოლების მობილიზებას.საუბარი შეეხო, პაციენტების ჰოსპიტალიაზაციასა და გაწერის კრიტერიუმებსაც. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ბოლო პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებში ადგილების ნაკლებობას. კლინიკების ხელმძღვანელებთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს პაციენტების მართვა, რათა ამ კუთხით არსებული შეფერხებები თავიდან ავიცილოთ. განვიხილეთ , კოვიდ სასტუმროების მართვის მოდელიც. ამ კუთხით მნიშნელოვანია, რომ გაიზარდოს სანდოობა. ვიმსჯელეთ პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებაზეც . ვფიქრობ , რომ კლინიკების ხელმძღვანელების ჩართულობა საინფორმაციო კამპანიაში მნიშნელოვანია, რადგან მოქალაქეებმა კარგად იცოდნენ , თუ როგორ ხდება პაციენტების სტაციონარში მოთავსება და შემდგომში მათი ბინაზე გაწერა. ეს СOVID-19-ის მართვის პროცესს უფრო გამჭირვალეს გახდის“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.