საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. ქვეყანაში კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.