დიალოგის ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ოღონდ ახალი არჩევნების დანიშვნის თემა უნდა განვიხილოთ

Tbilisi Daily

ხელისუფლებასთან დიალოგის სურვილი ოპოზიციურ პარტიებში ცალსახად დიდია - მიგვაჩნია, რომ კრიზისიდან გამოსავლი არის დიალოგი და არა კრიზისის შექმნაში ოპოზიციის უმსგავსო დადანაშაულება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა. აქვე ჯაფარიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის მთავარი თემა საპარალმენტო არჩევნების ხელახალი ჩატარება უნდა იყოს, რადგან კრიზისი სწორედ არჩევნების შედეგების გაყალბებამ შექმნა. “დიალოგი აბსოლუტურად შესაძლებლად მიმაჩნია. პირდაპირ გეტვით, დიალოგის ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ოღონდ დიალოგისას ახალი არჩევნების დანიშვნის თემა უნდა განვიხილოთ, რადგან ეს კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია. მოცემულობა ასეთია - დღეს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის ნება აბუჩად არის აგდებული! “ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციურ პარტიების მიმართ ქედმაღლური ლაპარაკი, კრიზისს აღრმავებს და ეს უნდა დასრულდეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ.