ბესელია მთავრობის საქმიანობის გასაკონტროლებლად საგანგებო მდგომარეობის დროს, კომისიის შექმნას მოითხოვ

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142429 ეკა ბესელია დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვს. პოლიტიკური პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე, აცხადებს, რომ ამ კომისიამ უნდა გააკონტროლოს მთავრობის ქმედებები საგანგებო მდგომარეობის დროს. „შეიქმნას დროებითი საპარლამენტო კომისია, რომელიც გააკონტროლებს მთავრობის მოქმედებებს. როგორც იცით, საგანგებო მდგომარეობა არის ადამიანის უფლებათა კონვენციიდან დროებითი გადახვევა და ეს რისკებს აჩენს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით", - განაცხადა ეკა ბესელიამ. ამასთან, პარტიამ „სამართლიანობითვის" კორონავირუსის წინააღმდეგ გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესახებ საკუთარი ხედვები საზოგადოებას გააცნო. პარტიის თავმჯდომარის, ეკა ბესელიასა და პოლიტიკური საბჭოს წევრების თქმით, მათი სტრატეგია ძირითადად ჯანდაცვის, ეკონომიკისა და საპარლამენტო კონტროლის საკითხებს მოიცავს.