ხაშურის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
Gori Daily
კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა შიდა ქართლში, კერძოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში.
“სოფელ ხიდისყურში დადასტურდა დაინფიცირების შემთხვევა. გუშინ გაკეთდა შიდა ქართლიდან დამატებითი 9 კვლევა. აქედან მხოლოდ ერთ ადამიანზეა დადებითი და ეს შემთხვევა არის ამ სოფლიდან. “კოვიდ 19-ის” გავრცელების პრევენციის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მუნიციპალიტეტში პოლიციური რეჟიმი გამკაცრდეს. აღნიშნულის შესახებ ცენტრალურ საკოორდინაციო საბჭოს აქვს ინფორმაცია მიღებული. იმსჯელებენ და დამატებუთ ღონისძიების შესახებ იქნება გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა შიდა ქართლის რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ამასთან, გორის ცხელების ცენტრიდან გაგზავნილ სამ ნიმუშზე, პასუხი უარყოფითი იყო და არცერთს კორონა ვირუსი არ დაუდგინდათ.
შეგახსენებთ, შიდა ქართლში COVID-19 -თ დაინფიცირების ეს უკვე მეორე შემთხვევაა და ორივე ფაქტი ხაშურის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.
#შიდაქართლი
#ხაშურისმუნიციპალიტეტი
#კორონავირუსი
#goridaily