პარლამენტი მედიასთა დისტანციური კონტაქტის ფორმატზე გადადის
Tbilisi Daily
საქართველოს პარლამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წლის 20 მარტიდან მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
"ბრიფინგების და რესპონდენტების კომენტარების ტრანსლირება მოხდება საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parliament.ge /გვიყურეთ ონლაინ.
ოპერატიულად გადმოგეგზავნებათ იგივე ვიდეომასალა რედაქციებში.
ჟურნალისტებმა კითხვები გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]
შემოთავაზებული წესრიგი განპირობებულია თქვენივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
სიტუაციის სტაბილიზაციისთანავე, პარლამენტში მედია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას",-ნათქვამია პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
#კორონავირუსი
#პარლამენტი
#მედია
#დისტანციურიფორმატი
#tbilisidaily