გერმანიაში კორონავირუსის 14 714 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 49 ადამიანი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

გერმანიაში კორონავირუსის 14 714 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 418 005-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 49 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 10 003-ს მიაღწია. ცნობისათვის, გერმანიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება. ხუთშაბათს ინფიცირებულების დღიურმა რაოდენობამ 10 000-ს პანდემიის დაწყების დროიდან პირველად გადააჭარბა.