რომის პაპი წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვას აღავლენს

Mediamall

რომის პაპი წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვას აღავლენს. „ქალაქსა და ქვეყნიერებას“ – ასე ჰქვია პაპი ფრანცისკეს საგანგებო მიმართვას, რომელიც პაპმა კრიზისთან დაკავშირებით დანიშნა. პაპის თქმით, კორონავირუსმა ყველა ერთ გემზე მოაქცია. „ეს კრიზისი არის სოლიდარობის ტესტი და მთავარი ღირებულებების გახსენების შესაძლებლობა“,- აღნიშნა პაპმა ფრანცისკემ. პაპმა მადლობა გადაუხადა ექიმებს, მაღაზიების თანამშრომლებს, პოლიციელებს, მოხალისეებს და თქვა, რომ სწორედ ეს ადამიანები წყვეტენ ახლა ჩვენს ბედს. „ურბი ეტ ორბი“ – ამ მიმართვას როგორც წესი ათასობით ადამიანი ესწრება ყოველწლიურად, მაგრამ წელს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო წმინდა პეტრეს მოედანზე ხალხი არ დგას. ცერემონიის ტრანსლაცია ვატიკანის ტელევიზიის საშუალებით ხდება. #rome #pope #vatican #stopcovid19 #coronavirus #covid19 #urbietorbi