გადავა თუ არა პარლამენტი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე?
Tbilisi Daily
პარლამენტი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, შესაძლოა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, დღეს ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.
,,ვიფიქროთ და მოვამზადოთ ინიციატივა, პარლამენტის ახალ რეგლამენტში ცვლილების საფუძველზე, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, კანონპროექტები ელექტრონული პროცედურით განიხილოს. დღეს არის საფუძველი, რატომაც შეიძლება ასეთი ინსტრუმენტი და პლატფორმა მომავალში პარლამენტს დასჭირდეს” – განაცხადა თალაკვაძემ და საჭიროების შემთხვევაში კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილვა არ გამორიცხა.
შეგახსენებთ, რომ 5 მარტის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
#პარლამენტი
#კორონავირუსი
#თბილისი
#tbilisidaily