მეუფე იაკობი: ამერიკაში ისეთი არეულობაა, თავიანთი ქვეყანა აქვთ მისახედი
Tbilisi Daily
ბოდბელი ეპისკოპოსი აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების სავარაუდოდ შემცირების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკითხი ყურადსაღებია, მაგრამ არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს, რადგან არჩევნებს ქართველი ერი ატარებს.
„ამერიკაში ისეთი არეულობაა, თავიანთი ქვეყანა აქვთ მისახედი. როცა მოკიდებენ ხელს და წესრიგს აღადგენენ, მერე უფრო ყურადსაღები იქნება. როდესაც ქუჩაში მკვლელობები მიმდინარეობს, ცოტა ისე მეჩვენება... მიუხედავად იმისა, რომ იცით, ამერიკასთან ძალიან კარგი განწყობები და ურთიერთობები მაქვს”- განაცხადა მეუფე იაკობმა ბოდბის დედათა მონასტრეში წირვის დასრულების შემდეგ, სადაც პეტრე- პავლობა აღნიშნეს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი წარადგინა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.
დოკუმენტში ასევეა საუბარი საქართველოსთვის გასაწევ დახმარებაზე. კერძოდ, კანონპროექტში გაწერილია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს.