აჭარაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირების ახალ შემთხვევებს აჭარბებს
Tbilisi Daily
აჭარაში ინფიცირების ახალ შემთხვევებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს. რეგიონში ბოლო ათი დღის განმავლობაში მნიშვნლოვანი კლება შეიშნება.
დღეს აჭარაში 230 ახალი შემთხვება დაფიქსირდა, 394 პირი კი გამოჯანმრთელდა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი. რეანიმაციურ განყოფილებაში 45 პაციენტია, აქედან 12-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
სულ კლინიკაში 762 პაციენტი მკურნალობს, კოვიდ-სასტუმროში - 1 037, ონლაინ კლინიკაში კი 2 555.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 204 003 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 171 526-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 002 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.