ირანის ქალაქ სენანდეჯში პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
სულ მცირე 9 დემონსტრანტი დაშავდა პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შედეგად ირანის დასავლეთით მდებარე ქურთისტანის პროვინციის დედაქალაქ ქალაქ სენანდეჯში, სადაც მესამე დღე გრძელდება მასობრივი პროტესტი, რაც 22 წლის ახალგაზრდა ქალის, მაშა ამინის სიკვდილმა გამოიწვია. იგი 16 სექტემბერს გარდაიცვალა-ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის პოლიციის იზოლატორში მოხვდა.
სოციალურ ქსელში მოყვარულის მიერ გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილე ქალები დემონსტრაციულ იხსნიან ჰიჯაბს და სკანდირებენ "სიკვდილი დიქტატორი," რაც არის აშკარა მინიშნება ირანის უზენაესი ლიდერ აიათოლა ალი ხამენეიზე.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ჰაერში გასროლა განახორციელა და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი ორგანიზაციის მონაცემებით, რომელიც დასავლეთ ირანში ქურთებით დასახლებულ რაიონებს აკვირდება, ურანის უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლიც გამოიყენეს.
ისლამური ტრადიციით, ჰიჯაბი თმასა და სხეულს ფარავს და ირანში ქალებს არა აქვთ უფლება, საჯაროდ ასეთი სამოსის გარეშე იარონ.
ქალის სამოსი ირანში მკაცრად კონტროლდება 1979 წლის რევოლუციის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ისლამური სამოსი სავალდებულოდ გამოცხადდა. პოლიციელები რეგულარულად აწყობენ რეიდებს წესების დამრღვევთა დასაკავებლად.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32040961.html
Source: radiotavisupleba.ge