ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია - აშშ-ს საელჩო

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოში აშშ-ის საელჩოჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. საელჩოში აცხადებენ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელი. 'აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები'-წერია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.