ზუგდიდში ეთნოცენტრი იხსნება.

Zugdidi Daily

29 ივლისს, ზუგდიდის სკეიტ პარკის ტერიტორიზე ახალი პროექტი, ,,ეთნოცენტრი -ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში" ოფიციალურად გაიხსნება. პავილიონების განთავსება დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარე პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო. პროექტის მიზანია ტრადიციული რეწვის მწარმოებელთა ბიზნეს უნარებისა და სარეალიზაციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, ტრადიციული რეწვის პროდუქციის გაყიდვისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება. პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარების თვალსაზრისში. მოსაზრება, რომ ზუგდიდში არსებულიყო სივრცე, სადაც მეწარმეები თავიანთი პროდუქციის რეალიზებას შეძლებდნენ ადგილობრივ მეწარმეებს ეკუთვნით, რომლის განხორციელება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხდება. #ზუგდიდი #სკეიტპარკი #ეთნოცენტრი #პროექტი #ტურიზმი #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com