რუსი მესაზღვრეების მიერ 18 დღის წინ დაკავებული მწყემსი გაათავისუფლეს

Tbilisi Daily

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მცხოვრები მწყემსი,რომელიც რუსმა მესაზღვრებმა დააკავეს,საქართველოში დააბრუნეს. 23 წლის დავით ვარდოშვილი სამშობლოში გვიან ღამით გადმოიყვენს.ის პროტოკოლის მიხედვით ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული. ცნობისთვის,დავით ვარდოშვილი რუსმა მესაზღვრეებმა 13 ივნისს, ყადორის მთაზე, საქონლის მწყემსვისას საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავეს. მას შემდეგ სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკება ინტენიურად მიმდინარეობდა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაშინვე განმარტეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა მყისიერი რეაგირება, მათ შორის ინციდენტის დეტალების დასადგენად. ასევე პროცესში ჩართული იყო საქართველის საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია. მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკებები მწყემსის გადმოცემასთან დაკავშირებით.