ბლიც-ინტერვიუ დიდი მუღანლოს სკოლის დირექტორთან მუსა იუსოფლისთან

Marneuli Daily

ბლიც-ინტერვიუ დიდი მუღანლოს სკოლის დირექტორთან მუსა იუსოფლისთან - თუ სკოლის მოსწავლე ინიშნება, როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი ან დირექტორი? ვის უნდა მიმართოს? კონკრეტულად რა ევალება? - ამ შემთხვევაში, სამინისტროს განსაკუთრებული ფორმა აქვს შემუშავებული მათთვის, ვინც სკოლას არ აგრძელებს. - რამდენად ხშირია თქვენს სკოლაში სკოლის მოსწავლეების დაქორწინების შემთხვევა? - ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ თუ მოხდება, მაშინ შევეცდებით, გოგოს ოჯახს დაველაპარაკოთ და მას განათლება გავაგრძელებინოთ. მშობლებთან მუდმივად ვატარებთ შეხვედრებს ამ თემებზე. ამის შედეგად, მე-10, მე-11 და მე-12 კლასში გოგონების უმრავლესობა უმაღლესში ჩაბარებას აპირებს. - როგორია თქვენი დამოკიდებულება იმ ფაქტიდსადმი, რომ ხანდახან სკოლის დირექტორები ადრეული ქორწინების შემთხვევებს ხელს აფარებენ? - ვფიქრობ, რომ დირექტორებმა ამ თემებზე მუდმივად საგანმანათლებლო ღონისძიებები უნდა ჩაატარონ და ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ იმ სკოლის მოსწავლეებმა, სადაც ისინი მუშაობენ, განათლების მიღება განაგრძონ. #ნაადრრვიქორწინება #მარნეული #marneulidaily წყარო: ფანჯარა #ახალიამბები