აჭარაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
გასული 24 საათის განმავლობში აჭარაშიკორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, აქედან 2 შემთხვევა გუშინ გაჟღერდა, საუბარია სასტუმრო 'დრიმლენდ ოაზისა' და მუნიციპალური ავტობუსში დაფიქსირებულ შემთხვევებზე. დღის ბოლოს გამოვლენილი 4 შემთხვევიდან 1 არის საკონდიტრო მაღაზია 'დონას' კონტაქტი, 1 ტრაილერის მძღოლია, 1 შემთხვევა კარანტინიდანაა, 1 კი ცხელების ცენტრიდან.
ჯამში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს 49 პაციენტი, 2 გამოჯანმრთელდა და გაეწერა.