დემონსტრანტები დააკავეს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს მინსკში
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ათეულ ათასობით ადამიანი გავიდა მინსკის ცენტში 30 აგვისტოს საპროტესტო აქციაზე, რომელიც ბელარუსის ავტორიტარული მმართველის, ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ არის მიმართული. დემონსტრანტთა კოლონები გაერთიანდნენ, როგორც უწოდეს,“ მშვიდობისა და დამოუკიდებლობის მსვლელობისას“, რომელიც გაეშურა დამოუკიდებლობის მოედნისკენ. მოედანი უშიშროების ძალების მიერ იყო ალყაშემორტყმული.
დემონსტრანტები აფრიალებდნენ წითელ-თეთრ-წითელ დროშებს, რომელიც დიდი ხანია რეჟიმის მოწინააღმდეგეთა სიმბოლოს წარმოადგენს.
სპეცრაზმებმა არ მისცეს დემონსტრანტებს ქალაქის არაერთ ქუჩაზე, ასევე მოედნისკენ გასვლის საშუალება და დააკავეს არაერთი პირი. მშვიდობიანი დემონსტრანტები წაიყვანეს საპატიმროს სატრანსპორტო საშუალებებით, როცა სხვები გაიძახოდნენ: „სირცხვილი“!
ბელარუსში 22 დღეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების გამო, რომლის ოფიციალური შედეგებით, პრეზიდენტმა ლუკაშენკამ კიდევ ექვსი წლით გაინაღდა პრეზიდენტის სავარძელი.
გამოსვლები ლუკაშენკასთვის 26 წლის მმართველობის მანძილზე ყველაზე სერიოზული გამოწვევაა.
მსვლელობის წინა დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა მოქალაქეები, არ მიიღონ მონაწილეობა ნებადაურთველ აქციებში. პოლიციამ მინსკში ურჩია ჟურნალისტებს, რომლებიც გამოსვლებს აშუქებენ, არ მივიდნენ ას მეტრზე ახლოს დემონსტრანტებთან „მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე“.
გასულ კვირას ასი ათასობით ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლაში, რათა პროტესტი გამოეთქვათ 9 აგვისტოს არჩევნების გაყალბების და დემონსტრანტების მიმართ პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ. ბოლო დღეებში გამართული დემონსტრაციები დაშალეს და მათი მონაწილეები დააკავეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30811571.html
#ახალი_ამბები
#twitter