კობახიძე: სააკაშვილის პოლიტიკური სივრციდან გასვლა, პოლარიზაციის ხარისხს მნიშვნელოვნად შეამცირებს

Tbilisi Daily

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური სივრციდან გასვლა, პოლარიზაციის ხარისხს მნიშვნელოვნად შეამცირებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა. „ჩვენი ინიციატივის არსი მდგომარობს იმაში, რომ თუ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერი ჩართულია საარჩევნო აგიტაციაში და ის, როგორ ლიდერი საარჩევნო ცენზებს არ აკმაყოფილებს, ამ შემთხვევაში შესაბამის პარტიას უნდა შეეზღუდოს არჩევნებში მონაწილეობა და საარჩევნო რეგისტრაცია უნდა გაუქმდეს. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური სივრციდან გასვლა, პოლარიზაციის ხარისხს მნიშვნელოვნად შეამცირებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.