Covid19-ით გარდაცვლილ მამაკაცს თანმხლები დაავადებები ჰქონდა

Tbilisi Daily

Აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ 67 წლის მამაკაცს თანმხლები დაავადებები ჰქონდა. Ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა განააცხადა. “სამწუხაროს გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, ეს გახლდათ 67 წლის მამაკაცი დატვირთული ანამნეზით, ანუ თანმხლები დაავადებებით. აჭარაში 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ერთეული შემთხვევები მუნიციპალიტეტებს უკავშირდება, შემთხვევათა მასიმალური პროცენტი გამოვლენილ დადასტურებულ შემთხვევებთან ახლო კონტაქტებია, რომლებსაც მიზნობრივად PCR კვლევა ჩაუტარდათ. დღეისათვის აჭარის კლინიკებში მკურნალობას გადის, 550-მდე პაციენტი, ხოლო ე.წ კოვიდკარანტინებში განთავსებულია 578 პირი. გუშინ კოვიდკარანტინი 14 პირმა დატოვა, ბოლო დღეებში კოვიდკარანტინებიდან გაწერილი არის 122 პაციენტი და დღეისათვის კოვიდკარანტინების გაწერი მოლოდინში არის 100-ზე მეტი პირი. ყველა უწყება კოორდინირებულად მუშაობს, უზრუნველყოფილია საწოლფონდი და ემატება კოვიდკარანტინები. დღეისათვის 550-ზე მეტი პაციენტი აჭარის 8 კოვიდკლინიკაში არის განთავსებული, დამატებულია 578-მეტი კოვიდკარაბტინშია - საჭიროების შემთხვევაში საწილფონდი დაემატება",- აღნიშნა ნონა ეფაძემ.