პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

Tbilisi Daily

პრეზიდენტი ადმინიტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა, რომლის თანახმადაც მან 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. ადმინისტრაციის ცნობით,, ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. მჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებენ. #სალომეზურაბიშვილი #შეწყალება #მსჯავრდებული #tbilisidaily