მობრძანდეს, მობრძანდეს - გახარია სააკაშვილის "დაბრუნების გეგმაზე"
Pirveliradio Ge
"მობრძანდეს, მობრძანდეს", - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის "დაბრუნების გეგმასთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. ამ თემაზე სხვა კომენტარი მას არ გაუკეთებია.
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოში დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით მიმართვას ხვალ, 7 სექტემბერს, გააკეთებს.
"ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით". – წერს სააკაშვილი.