რა გამოხმაურება მოყვა "ენმ" - ს მრავალრიცხოვან შეხვედრას ბათუმში
Batumi Daily
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" მრავალრიცხოვან შეხვედრას ბათუმში პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ "ფეისბუქზე" დადო ფოტო, წარწერით: "არც ერთი თანამდებობა და მანდატი არ ღირს ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად!"
ფაქტს გამოხმაურა "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძეც. მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: "პანდემიის პირობებში პოლიტიკური პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს. პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი დაგეგმილია, მიზანი გააზრებული, შედეგები გათვლილი.დასკვნები თავად გამოიტანეთ იმაზე, რაც დღეს ბათუმში მოხდა და როგორც ჩატარდა შეხვედრა. აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი."
მრავალრიცხოვან შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით: "ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოროტება და მავნებლობა მათი მთავარი ნიშან-თვისებაა. ეს არის ბევრად მეტი, ეს არის შეგნებული მავნებლობა, რომლის მიზანი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიზანმიმართული ხელშეწყობა და ბათუმიდან სხვა რაიონებში გადატანაა".
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, "აღნიშნული შეხვედრის ირგვლივ დისტანციის დაცვის გარეშე ათასობით ადამიანის შეკრება უპასუხისმგებლობაა."
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #კოვიდვითარებააჭარაში #ახალიამბებიაჭარაში #კორონავირუსი #აჭარა #კორინავირუსი