მდინარაძე: მზად ვართ ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რათა არჩევნები დათქმულ თარიღში ჩატარდეს
On.ge
პარლამენტის ვცე-სპიკერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია მზადაა იმსჯელოს ნებისმიერ საკითხზე, რათა ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს. მისი თქმით, ქართული ოცნება მზადაა ესაუბროს, როგორც ოპოზიციას, ისე არასამთავრობო სექტორსა და დარგის სპეციალისტებს.
"მე ახლა ეჭვი მეპარება, რომ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას ან მოესწროს. დანარჩენი, რაც შეეხება შეზღუდვებისა და რეგულაციების თანხლებით არჩევნების ჩატარებას, ექიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით არჩევნების ჩატარებას, ჩვენ ნებისმიერ მოდელზე სამსჯელოდ მზად ვართ და ღია ვართ", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
#news
#politics
https://on.ge/story/55543-%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1