ნიდერლანდებში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც €12,5 მილიონი აღმოაჩნდა

Headline

ნიდერლანდების ქალაქ ეინდჰოვენში ქართველი მამაკაცი დააპატიმრეს, რომელსაც 12,5 მილიონი ევრო აღმოაჩნდა. ბრალდებული თანხის წამომავლობაზე არ საუბრობს. ადვოკატი აცხადებს, რომ 35 წლის მამაკაცი უსახლკაროა. პოლიციის ინფორმაციით, ის პირველ მაისს დააკავეს, როდესაც სამართალდამცველებმა ეინდჰოვენის ერთ-ერთ სახლში 12,5 მილიონი ევრო აღმოაჩინეს. დაკავებულს ბრალად ფულის გათეთრება ედება. ჩხრეკვისას პოლიციამ ასევე ამოიღო ორი ცეცხლსასროლი იარაღი და ფულის სათვლელი აპარატი. #თაღლითობა #ფულისგათეთრება #საქართველოსმოქალაქე