ნუთუ აუცილებელია იძულების ენით საუბარი - რას წერს ფაშინიანი

Tbilisi Daily

კორონავირუსის 665 ახალი შემთხვევა გვაქვს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ფეისბუქზე წერს. „ვაგრძელებთ პირბადეების გარეშე სიარულს. რას ვაკეთებთ ჩვენ არასწორად, რის გამოც ჩვენი მოქალაქეები ასე უყურადღებოდ ეპყრობიან თავიანთ ჯანმრთელობას? ნუთუ აუცილებელია, რომ მოქალაქესთან დიალოგის გზით ჩამოყალიბებულმა მთავრობამ იძულების ენით საუბარი დაიწყოს, რათა ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ?“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთში კორონავირუსის 18,698 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულთა რიცხვი კი 309-ია. news კორონავირუსი უსაფრთხოება სომხეთი TbilisiDaily