რუსეთის ძალები განაგრძობენ თავდასხმებს უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის ძალები საარტილერიო ცეცხლით უტევენ უკრაინელთა პოზიციებს აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე, ბახმუტსა და ავდეევკაში, დონეცკის რეგიონში, სადაც ბოლო თვეებში ყველაზე ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობდა - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი 28 დეკემბერს.  რუსებმა კვლავ მიიტანეს იერიში სამოქალაქო ობიექტებზე სამხრეთის რეგიონსა და ქალაქ ხერსონში, მდინარე დნეპრის მეორე ნაპირიდან, და დამბომბეს სამიზნეები დნეპროპეტროვსკში - აცხადებენ სამხედრო და რეგიონული ოფიციალური პირები.  უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის სამხედროებმა 33 საარტილერიო შეტევა და ერთი სარაკეტო იერიში განახორციელეს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო პოზიციებზე ხერსონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში.  https://www.radiotavisupleba.ge/a/32197514.html

Source: radiotavisupleba.ge