ქედაში ტყის საფარს ცეცხლი გაუჩნდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ქედაში, სოფელ ბზუბზუს მიმდებარედ, ტყის მასივში ხანძარია. ცეცხლი ძირითადად ეკალ-ბარდსა და ხმელ ფოთლებს უკიდია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 115 მეხანძრე-მაშველი. გუშინ, ღამით ცეცხლის კერების ლიკვიდირება მოხერხდა, თუმცა ძლიერი ქარის გამო დღეს ახალი კერები გაჩნდა. ქედის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და დასახლებულ პუნქტში, ხანძრისგავრცელების საფრთხე არ არის.