''ხოფის ბაზრობაზე'' კორონავირუსი დაუდასტურდა მამა-შვილს - სავაჭრო ცენტრის დირექტორი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
დღეს, 7 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ბათუმში კოვიდინფექცია დაუდასტურდა პირს, რომელიც''ხოფის ბაზრობაზე'' მუშაობდა.
''სავაჭრო ცენტრ2009'' დირექტორის ინფორმაციით, კი ინფიცირებულია მამა და შვილი. მათ ბაზრობაზე მაღაზია აქვთ და გუშინაც მუშაობდნენ.
ზვიად მელიქაძის თქმით, ხვალ 30 მოიჯარეს, რომლებსაც მაღაზიები ინფიცირებული პირების ობიექტის გვერდით ჰქონდათ, ტესტირება ჩაუტარდებათ.
დღეს ხოფის ბაზრობა დაკეტილია და გეგმიური დეზინფექცია ტარდება. მოვაჭრეები მაღაზიებს არც ხვალ გახსნიან.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ინფორმაციით, ''ხოფის ბაზრობაზე'' დასაქმებული მოქალაქეინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირია.
ნონა ეფაძის განცხადებით, ხვალ ბაზრობა არ გაიხსნება და იქ მედიკოსთა ჯგუფები ტესტირებას ჩაატარებენ.