კონგრესმენი მარკუეინ მალინი- ჯო ბაიდენს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მივიჩნევ
Tbilisi Daily
„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, მარკუეინ მალინი აცხადებს, რომ სანამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი არ გაეცემა, ჯო ბაიდენს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, „დემოკრატები“ პრეზიდენტ ტრამპს არალეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებდნენ. სად იყო მედიის აღშფოთება? ამ არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებსა და ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით ბევრ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. სანამ ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, ჩემი დამოკიდებულება ჯო ბაიდენის მიმართ ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც პრეზიდენტ ტრამპის მიმართ იყო: არალეგიტიმური“, - განაცხადა მარკუეინ მალინმა.