ქუთაისელ სასწრაფოს ექიმს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

Kutaisi Daily

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიიდან იმ ქუთაისელი სასწრაფოს ექიმის კვლევის შედეგები მოვიდა, რომლის დედა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამავე დიაგნოზით მკურნალობს. ტესტის შედეგები უარყოფითია, სასწრაფოს ექიმს ვირუსი არ დაუდასტურდა. დღეს იმერეთში სულ 23 ბიოლოგიური ნიმუში შეამოწმეს და ყველა უარყოფითია. #სასწრაფოსექიმი #კორონავირუსი #kutaisidily