კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა მექსიკაში 600 ათასს გადააჭარბა
Tbilisi Daily
მექსიკაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 600 ათასს გადააჭარბა. მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 476 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 827 ადამიანი კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მექსიკაში კორონავირუსის 606 036 შემთხვევა გამოვლინდა, 65 241 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.
ლათინური ამერიკის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებლით მექსიკა მეოთხე ადგილზეა.
#ახალიამბები