რა შემთხვევაში შევა ალეკო ელისაშვილი პარლამენტში?

Tbilisi Daily

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, პოლიტპატიმრების გამოშვება და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება - ეს ორი წინაპირობაა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც ის მეათე მოწვევის პარლამენტში შევა. "თუ მოხდება დარჩენილი პოლიტპატიმრების გამოშვება, თუ შევთანხმდებით, საარჩევნო სისტემის, საარჩევნო პროცედურების, საარჩევნო კანონმდებლობის ფუნდამენტურ ცვლილებაზე, ჩვენ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას და შევიდეთ პარლამენტში. იცით ჩემი დამოკიდებულება ბოკერიას პარტიისადმი მაგრამ, ამის მიუხედავად, მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა დარჩეს ყველა ვინც არის", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.  ალეკო ელისაშვილმა არჩილ თალაკვაძის განცხადებასაც უპასუხა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს რომ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი მხოლოდ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილთან შედგება. მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვის მოიაზრებს "ჯანსაღში", თუმცა განმარტა, რომ 2 პარტია, "ენმ" და "ევროპული საქართველო", ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციას და რომ მათ ინტერესებში არ შედის შეთანხმების მიღწევა მოლაპარაკებების გზით. მოქალაქეების დამფუძნებელი მიიჩნევს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები