გიორგი ჩალაძე პარლამენტის წინ კარვის გაშლას ცდილობს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ჩალაძე პარლამენტის წინ კარვის გაშლას ცდილობს. მისი თქმით, კარავი იმისთვის სჭირდება, რომ როგორც იურისტმა და კონფლიქტოლოგმა ამ ტერიტორიაზე საჯარო ლექციები წაიკითხოს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, იყო ხელის შეშლის მცდელობაც. ჩალაძე კარვის გასაშლელად პარლამენტის წინ თეთრ პერანგში გამოწყობილი მივიდა და თქვა, რომ პროტესტის მისი ეს ფორმა სრულიად მშვიდობიანია.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31112873.html #ახალი_ამბები #twitter