ივლისში საქართველოს კომერციული ბანკების აქტივები 1.9 მლრდ ლარით გაიზარდა

Tbilisi Daily

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ეროვნული ბანკის განცხადებით, 2020 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. „ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.9 მლრდ ლარით, ანუ 3.85 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.14 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი აგვისტოსთვის 51.17 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.28 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.32 პროცენტია“, - აცხადებენ ბანკში. აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე: https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/ assets__liabilities_of_commercial_banks_totalgeo.xlsx