თუ საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდება, მხოლოდ ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება — თალაკვაძე

On.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული ოცნება მოწოდებულია, რომ 8 მარტის შეთანხმება შეასრულოს და თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ეს მხოლოდ "რადიკალური ოპოზიციის" პასუხისმგებლობა იქნება. ეს განცხადება არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. "საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თუ ასეთი მოხდება, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან, ქართული ოცნება არის მოწოდებული, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და მხარი დაუჭიროს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს. აშკარაა, რომ ოპოზიციას აშფოთებს მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მხარდაჭერა, აშინებს მოახლოებული არჩევნები და კვლავაც რადიკალურ სცენარზე ფიქრს ამჯობინებს, რისთვისაც გარკვეული საგარეო მხარდაჭერის მობილიზებასაც ცდილობს. თუმცა ეს რადიკალური სცენარი და მისი ნებისმიერი საგარეო მხარდაჭერა კიდევ ერთი წარუმატებლობისთვის არის განწირული", — თქვა თალაკვაძემ. #news #politics https://on.ge/story/55857-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94