გასულ დღეს აჭარაში უფრო მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ვიდრე დაინფიცირდა
Batumi Daily
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 331 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 389 პაციენტი, ხოლო კლინიკა 86 - მა პირმა დატოვა.
აჭარის კოვიდმიმღებ კლინიკაში მკურნალობას 943 პირი აგრძელებს, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 49 პაციენტი იმყოფება.
მთავრობის ცნობით, აჭარის კოვიდსასტუმროებში 1629, ხოლო ონლაინ კლინიკით ამ ეტაპზე სარგებლობს 3 210 მოქალაქე.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში