საქართველოში კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 058 ადამიანი

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 058 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 127 942 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 106 328 გამოჯანმრთელდა, 1 195 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 2 076, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 286 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 844. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. საქართველოში გუშინ კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 489 ადამიანი.