ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 19 პაციენტი მკურნალობს
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142615
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 19 პაციენტი მკურნალობს. ააღნიშნულ ინფორმაციას კლინიკის დირექტორი თემურ ნადირაძე ავრცელებს.
"ამჟამად სტაციონარში 20 პაციანტია, საიდანაც 19 დაინფიცირებულია. ყველას მდგომარეობა დამაკმაყფილებელია. რამდენიმე გვყავს პნევმონიით და რამდენიმე მათგანის მდგომარეობა იყო მძიმე, მაგრამ ახლა გაუმჯობესდა. კლინიკიდან დღეს ეწერება 3 პაციენტი, ხოლო 4-დან ერთს, პისიარ კვლევა ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. განემორებითი ტესტის შემთხვევაში, თუ პასუხი იგივე იქნა, ისინიც დატოვებენ კლინიკას",-აცხადებს თემურ ნადირაძე.