საფრანგეთში კაცმა ლატარეაში 200 მილიონი ევრო მოიგო

Tbilisi Daily

კომპანია Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ან ლიცენზირებული არ არის, თუმცა, ადმინისტრაციამ 16 წელს მიღწეულ პირებში მისი გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ განცხადება Pfizer-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გამოცემა Financial Times-ის ცნობით, ვაქცინის პირველ დოზას პაციენტები უახლოესი 24 საათის განმავლობაში მიიღებენ. ვაქცინაცია პირველ ეტაპზე ჯანდაცვის მუშაკებსა და მოხუცთა თავშესაფარში მყოფ პირებს ჩაუტარდებათ. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ცნობით, არსებობს ”მკაფიო მტკიცებულება” იმის შესახებ, რომ ვაქცინა Covid-19-ის პრევენციის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდეს. ”ჩვენმა ერმა მიაღწია სამედიცინო სასწაულს. ჩვენ ცხრა თვეში უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა მივიღეთ”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ტრამპის განცხადებით, ვაქცინის პირველ დოზაც პაციენტი უახლოეს 24 საათში მიიღებს, თუმცა აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა ალექს აზარმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია 14 დეკემბრიდან დაიწყება. აშშ მეექვსე ქვეყანაა, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ბაჰრეინის, საუდის არაბეთისა და მექსიკის შემდეგ, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.