გიორგი გახარიას განცხადება მიმდინარე წლის აკადემიურ წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით
Tbilisi Daily
მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას განცხადებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას 2019-2020 სასწავლო წლის აკადემიური წლად გამოცხადება არ დასჭირდეს. პრემიერმა ,,ტელესკოლასა" და ონლაინ სწავლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ის პროექტებია, რომელიც განათლების სისტემას საშუალებას მისცემს დასძლიოს ისეთი გამოწვევა, როგორიც აკადემიური წლის გამოცხადებაა.
„ეს ის ნაბიჯებია, რომელმაც შეიძლება მოგვცეს საშუალება განათლების სამინისტროსთან ერთად ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება, დავძლიოთ და ეს არ მოგვიწიოს. ესეც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
#გახარია
#განათლება
#ტელესკოლა
#აკადემიურიწელი
#tbilisidaily