მე ვარ, ვიყავი და ყოველთვის ვიქნები დიალოგის მომხრე რუსეთთან - ზურაბიშვილი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143765
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის იყო, არის და იქნება ყოველთვის დიალოგის მომხრე რუსეთთან. ამის შესახებ პრეზიდენტმა, „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
"აბა რა, პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ ყოველ შემთხვევაში. იმიტომ, რომ რეალურად, დღევანდელ და საერთოდ, ქვეყნების რეალობაში ორი გზა არსებობს - ერთი არის ომის გზა და მეორე არის დიალოგის გზა. მე სხვა არ ვიცი, ვინმემ თუ იცის მესამე გზა, უნდა გავიგო. ამიტომ, როგორც პრინციპი, მე ვარ, ვიყავი და ყოველთვის ვიქნები დიალოგის მომხრე. მაგრამ დიალოგი დიალოგისთვის არასოდეს ყოფილა გამოსავალი.
(ერთი ერთზე დიალოგის) გამოცდილება მე გამაჩნია. სხვათა შორის, ჩვენს ისტორიაში ერთადერთი ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთი გაყვა და არ დაარღვია მისი პირობები, როცა არის რამე აღსანიშნავი, უნდა აღვნიშნოთ და არა მხოლოდ ახლო ისტორიაში, რამდენიმე საუკუნით უკან რომ წავიდეთ, არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. ეს იყო შედეგი პირდაპირი დიალოგის. ეს დიალოგი იყო პირდაპირი, მაგრამ იცოდა ჩემმა კოლეგამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩემი გაფრთხილებიდან, პირველივე სეანსიდან, რომ იცოდეთ, ჩვენს შორის რაც იქნება ნათქვამი და შეთანხმებული, ეცოდინება ევროკავშირის ელჩს, იქნება ეს მოსკოვში თუ თბილისში და ამერიკის ელჩს.”- განაცხადა ზურაბიშვილმა