დღეს ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი პროკურატურასთან განცხადებას გააკეთებენ
Pirveliradio Ge
გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს, 12 საათზე გენერალურ პროკურატურასთან განცხადებას გააკეთებენ.
ისინი, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურებიან.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპის ექსპერტიზის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. შსს-ს ინფორმაციის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებული არის გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები?