ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაზე შსს განცხადებას ავრცელებს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

შსს-ს ინფორმაცით, ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. ამჟამად ადგილზე მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. "მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ნიღბიანი შეიარაღებული მამაკაცი ბანკის შენობაში შეიჭრა, შენობაში მყოფ თანამშრომრომლებს და მოქალაქეებს დაჩოქება მოსთხოვა და რამდენჯერმე გაისროლა. უცნობია მძევლების ზუსტი რაოდენობა, სავარაუდოდ, შენობაში რჩება ბანკის 5 თანამშრომელი და რამდენიმე მოქალაქე. თავდამსხმელმა მძევალთა ნაწილი გაათავისუფლა, ისინი სამართალდამცველებმა ტერიტორიას გაარიდეს. ამ დრომდე უცნობია შეიარაღებული პირის მოთხოვნები, მასთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებენ.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30905010.html #ახალი_ამბები #twitter