კორონავირუსის პრევენციისთვის ბრიტანეთის საელჩო საქართველოს თავდაცვას 100 000 ლარით დაეხმარა
On.ge
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისთვის 100 000 ლარით დაეხმარა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას. მათი ინფორმაციით, ბრიტანეთის საელჩოს თანხით თავდაცვის სამინისტრომ სამედიცინო ხელთათმანები, პირბადეები, თერმომეტრები და სხვადასხვა სახის სამედიცინო დანიშნულების პროდუქცია შეიძინა.
უწყება განცხადებაში წერს, რომ საელჩოს მიერ გამოყოფილი თანხით შეძენილი ნივთები დიდი ბრიტანეთს თავდაცვის ატაშემ ვიცე-პოლკოვნიკმა ენტონი ბრუმველმა მე-4 მექანიზებული ბრიგადის ლაზარეთს პირადად გადასცა.
#news
#politics
https://on.ge/story/55378-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A9%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A1-100-000-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90