აშშ-სა და ბრიტანეთში COVID19-თან ბრძოლაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებზე კიბერშეტევა განხორციელდა
Tbilisi Daily
Sky News წერს, რომ ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ნაციონალური ცენტრი (NCSC) და აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სააგენტო (CISA) მასშტაბური კიბერშეტევების შესახებ აცხადებენ. კიბერთავდასხმა სამედიცინო ორგანიზაცებზე მოხდა.
კიბერშეტევის სამიზნე იყო ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ COVID-19 ვაქცინის შემუშავებას.
ორგანიზაცების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ კიბერშეტევა იმ სამედიცონო ორგანიზაციებზე მოხდა, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართული.